ადრე ეგონათ, რომ მთელი სამყარო ირმის ნახტომით ამოიწურებოდა. ეს ვარაუდი მცდარი აღმოჩნდა. დღეისათვის დადგენილია, რომ სამყაროში სხვადასხვა ფორმისა და ზომის ათასობით გალაქტიკა (ვარსკვლავთა ერთობლიობა), გალაქტიკათა გროვა (ერთობლიობის ერთობლიობა) და კიდევ უფრო გრანდიოზული სისტემა – მეგაგალაქტიკაა. გალაქტიკები, ისევე, როგორც ვარსკვლავთა სამყარო, მრავალფეროვანია.ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ არეში განლაგებული ვარსკვლავთა ერთობლიობა ქმნის ერთგვარ ვერცხლისფერ ზოლს, რომელიც გარს ერტყმის მთელ ცამრგვალს. ტელესკოპში კარგად ჩანს, რომ ეს არის მკრთალ, შორეულ ვარსკვლავთა გროვა. ჩვენმა წინაპრებმა ეს ზოლი ირმის ნახტომს მიამსგავსეს და შესაბამისად სახელიც დაარქვეს.
ირმის ნახტომი, ასევე ცნობილი როგორც რძიანი გზა, ხარის ნავალი, ირმის ნახტომი არის გიგანტური ვარსკვლავური სისტემა, რომელშიც ჩვენი მზის სისტემა, ასევე ყველა შეუიარაღებელი თვალით ხილული ვარსკვლავი, პლანეტა და ციური სხეული იქ მდებარეობს; იგი დაკვირვებადი სამყაროს მილიარდობით გალაქტიკიდან ერთ-ერთია.