Tuesday, January 29, 2013

ირმის ნახტომი


ირმის ნახტომი
360-degree Panorama of the Southern Sky.jpg
ღამით მოწმენდილ ცაზე მკაფიოდ ჩანს თეთრი ზოლი, რომელიც ცამრგვალს კვეთს. ეს ირმის ნახტომია – ვარსკვლავთა უზარმაზარი ერთობლიობა ჩვენს გალაქტიკაში. XVII საუკუნის II ნახევარში მოღვაწე ინგლისელმა მეცნიერმა უილიამ ჰერშელმა დაადგინა, რომ ჩვენი მზის სისტემა შედის ვარსკვლავთა უზარმაზარ სისტემაში – გალაქტიკაში, რომლის ყველაზე მკვრივი ნაწილის ხილული კვალი ცაზე ირმის ნახტომია.
ადრე ეგონათ, რომ მთელი სამყარო ირმის ნახტომით ამოიწურებოდა. ეს ვარაუდი მცდარი აღმოჩნდა. დღეისათვის დადგენილია, რომ სამყაროში სხვადასხვა ფორმისა და  ზომის ათასობით გალაქტიკა (ვარსკვლავთა ერთობლიობა), გალაქტიკათა გროვა (ერთობლიობის ერთობლიობა) და კიდევ უფრო გრანდიოზული სისტემა – მეგაგალაქტიკაა. გალაქტიკები, ისევე, როგორც ვარსკვლავთა სამყარო, მრავალფეროვანია.ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ არეში განლაგებული ვარსკვლავთა ერთობლიობა ქმნის ერთგვარ ვერცხლისფერ ზოლს, რომელიც გარს ერტყმის მთელ ცამრგვალს. ტელესკოპში კარგად ჩანს, რომ ეს არის მკრთალ, შორეულ ვარსკვლავთა გროვა. ჩვენმა წინაპრებმა ეს ზოლი ირმის ნახტომს მიამსგავსეს და შესაბამისად სახელიც დაარქვეს.
ირმის ნახტომი, ასევე ცნობილი როგორც რძიანი გზა, ხარის ნავალი,  ირმის ნახტომი არის გიგანტური ვარსკვლავური სისტემა, რომელშიც ჩვენი მზის სისტემა, ასევე ყველა შეუიარაღებელი თვალით ხილული ვარსკვლავიპლანეტა და ციური სხეული იქ მდებარეობს; იგი დაკვირვებადი სამყაროს მილიარდობით გალაქტიკიდან ერთ-ერთია.